უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის თანამდებობიდან ალექსეი არესტოვიჩის წასვლას გიორგი გამსახურდია „ტვიტერში“ ეხმაურება.
„არესტოვიჩს დაუწერია განცხადება და წასულა. ლეგენდა მოიგონეს ორთოდოქსმა ნაცებმა, რომის პაპზე მეტმა კათოლიკეებმა, იმიტომ წავიდა, რომ უფრო თავისუფლად ებრძოლოს მტერს გარედანო. დათოს მაგონებს უსუფაშვილს, 9აპრილის მერე, კომუნისტურ პარტიას შიგნიდან რომ ანგრევდა, ამ უკანასკნელში გაწევრიანებული“, - წერს გიორგი გამსახურდია.