საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის CitiGroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან ჯეი კოლინსთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს ძლიერი ფინანსური სექტორი და ინოვაციებით გაჯერებული ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემა სულ უფრო საინტერესო ხდება გლობალური ფინანსური სექტორის ლიდერებისთვის.
„ყოველთვის სასიამოვნოა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის CitiGroup-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან ჯეი კოლინსთან შეხვედრა და საქართველოს მომავლის ფინანსური მომსახურების ჰაბად განხილვა. ქვეყნის ძლიერი ფინანსური სექტორი და ინოვაციებით გაჯერებული ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემა სულ უფრო საინტერესო ხდება გლობალური ფინანსური სექტორის ლიდერებისთვის”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.