logo_geo
eng_logo
მარკ რუტე: ნიდერლანდები უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის გაგზავნას გეგმავს
- +

17 იანვარი. 2023. 23:43

 

 

 

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ მარკ რუტემ თეთრ სახლში ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს განაცხადა.

 

„ჩვენ გვაქვს განზრახვა, შევუერთდეთ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ გერმანიასთან ერთად Patriot-ის პროექტზე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვუერთდებით ამას“, - აღნიშნა მარკ რუტემ.

 

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის თქმით, მან ეს საკითხი უკვე განიხილა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner