logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცი: პროდუქტებსა და ენერგორესურსებზე ფასების მატების მიუხედავად, გერმანიას რეცესია არ ემუქრება
- +

18 იანვარი. 2023. 01:34

 

 

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანიას რეცესია არ ელოდება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

როგორც შოლცმა აღნიშნა, უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის გამო, პროდუქტებსა და ენერგორესურსებზე ფასების მატების მიუხედავად, გერმანიის ეკონომიკას რეცესია არ ემუქრება.

 

„როიტერის“ ცნობით, გერმანიის ეკონომიკამ 2022 წლის ბოლო კვარტალში სტაგნაცია განიცადა, თუმცა წლის განმავლობაში 1,9%-ით გაიზარდა.

 

„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიას რეცესია არ ემუქრება. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია რეაგირება ძალიან რთულ სიტუაციებზე“, – განაცხადა შოლცმა „ბლუმბერგთან“ საუბრისას.

 

შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ აშშ-თან ე.წ მწვანე სუბსიდიებთან დაკავშირებით სავაჭრო ომის თავიდან აცილება შესაძლებელია.

 

მანამდე გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ რეცესია, რომელიც ევროპას და გერმანიას ემუქრება მართვადია. მისივე თქმით, აუცილებელია მეტი კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რათა ეკონომიკა მედეგი იყოს.

 

„ევროპამ გადაიხადა საფასური გერმანიის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო, ამიტომ ჩნდება ვალდებულება, რომ გერმანიამ შეიტანეს წვლილი ევროპის ეკონომიკის ზრდაში“, – განაცხადა რობერტ ჰაბეკმა, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner