logo_geo
eng_logo
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის არმიაში მომსახურე ჯარისკაცების რაოდენობას 1,5 მილიონამდე გაზრდის
- +

18 იანვარი. 2023. 01:53

 

 

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის არმიაში მომსახურე ჯარისკაცების რაოდენობას 1,5 მილიონამდე გაზრდის.

 

ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ იმ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც რუსულ ჯარში სამი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

 

შოიგუს მიერ დაანონსებული რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია რუსეთის სამხედრო ოლქების საზღვრების შეცვლა.

 

ამასთან ერთად, რუსეთის დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩისლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არ გეგმავს იმ მიზეზების ჩამონათვალის გაფართოებას, რომლებიც რუს წვევამდელებს ჯარში სამსახურზე უარის თქმის უფლებას აძლევს.

 

მანამდე უკრაინის დაზვერვამ რამდენჯერმე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი მობილიზაციის ახალი ტალღის დაწყებას აპირებს, რა დროსაც ჯარში 500 000 მოქალაქეს გაიწვევენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner