logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მერიამ ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ქალებისთვის მედიკამენტების თანადაფინანსება დაიწყო
- +

18 იანვარი. 2023. 12:08

 

 

2023 წლის 1 იანვრიდან ოზურგეთის მერიამ ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ქალებისთვის მედიკამენტების თანადაფინანსება დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს.

 

„ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ქალებისთვის მედიკამენტების (ჰერცეპტინი, პერჯეტა, ლაპატინი, ტაივერბი, ფესგო) თანადაფინანსება დავიწყეთ.

 

ეს პროგრამა არსებითად დაეხმარება ჩვენს თანამოქალაქეებს დაავადებასთან ბრძოლაში და აგრძნობინებს მათ, რომ კიბო განაჩენი არ არის და ისინი მარტო არ არიან“, -  განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner