logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: გადამდგარი ვაჟბატონი ჰამილტონი მორალური დეგრადაციის ნიმუშია
- +

18 იანვარი. 2023. 12:48

 

 

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ამერიკის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკის რობერტ ჰამილტონის განცხადებას ეხმაურება, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად საქართველოსთვის შექმნილ გეოპოლიტიკურ რეალობას „ამერიკის ხმასთან“ აფასებს და ამბობს, რომ თბილისის და ნატო-ს ინტერესებს ახლა ყველაზე მეტად ის შეესაბამება, რომ საქართველომ მეტი ყურადღება დაუთმოს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ნაბიჯები უკან აღარ გადადგას.

 

გოგა ხაინდრავა პოლკოვნიკ ჰამილტონს მორალური დეგრადაციის ნიმუშს უწოდებს:

 

„კიდობანში“ ვთქვი და აი, დადასტურება, რომ ეს დაწესებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ სიცრუის და ცილისწამების გავრცელების ბუნაგად გადაიქცა. გადამდგარი ვაჟბატონი ჰამილტონი კი მორალური დეგრადაციის ნიმუშია. რა გაანათა ქრთამმა ჯოჯოხეთი! გხედავთ, ყველას გხედავთ“, - წერს ხაინდრავა „ტვიტერზე“.

 

 https://twitter.com/KhaindravaGoga/status/1615620159888150528?t=wt4CZ_vbWGAcdypL1B8lwA&s=08&fbclid=IwAR0PYUulT03QbJpfXo-ba6g3n5ONGJYCqJEFms_0b1OQlpuLTlvota9zpnA

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner