logo_geo
eng_logo
მარტვილის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლა გაიხსნა
- +

18 იანვარი. 2023. 14:14

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ნაგვაზაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალრეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა. მოსწავლეებმა 16 იანვრიდან სწავლა ახალ, თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლის შენობაში განაახლეს.

 

სკოლის გახსნას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა და  მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

 

თორნიკე ჯანაშიამ საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალ, თანამედროვე სკოლაში სწავლის გაგრძელება მიულოცა.

 

„გილოცავთ ახალი სკოლის გახსნას, ვულოცავ პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს.  ეს არის  თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სკოლა და მიხარია, რომ ჩვენს მომავალ თაობას შესაძლებლობა აქვს ღირსეულ გარემოში მიიღოს განათლება“, - განაცხადა თორნიკე ჯანაშიამ.

 

ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.  მოეწყო გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, სპორტული დარბაზი, მინი სტადიონი, ლითონის ღობე. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 2 378 432 ლარი შეადგინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner