logo_geo
eng_logo
Daily Mail: ხვიჩა კვარაცხელიამ „მანჩესტერ სიტის“ ყურადღება მიიპყრო
- +

18 იანვარი. 2023. 15:23

 

 

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ინგლისური გრანდის, „მანჩესტერ სიტის“ ყურადღება მიიპყრო. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

 

ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონობისთვის იბრძვის, რაც მათთვის დიეგო მარადონას დროს მოგებული ტიტულის შემდეგ ჯერჯერობით შეუსრულებელ ამოცანად რჩება. შემტევი პოტენციალით სავსე გუნდში კვარაცხელია თავისი უშიშარი სტილის დამსახურებით გამორჩეულია - როგორც სერია A-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე.

 

იმის გათვალისწინებით, რომ „ნაპოლიმ“ კვარაცხელია შედარებით დაბალ ფასად შეიძინა „დინამო ბათუმიდან“, მოსალოდნელია, რომ ნეაპოლური კლუბისთვის ქართველის გაყიდვა საკმაოდ სარფიანი გარიგება იქნებოდა“, - წერს Daily Mail.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner