logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ხდება ტრაგედიები, უსიამოვნო ამბები, მაგრამ იქნებ ის მაინც ვისწავლოთ, რომ ყველაფერი ერთ ან რამდენიმე ადამიანს არ გადავაბრალოთ?
- +

18 იანვარი. 2023. 15:57

 

 

ალბათ, გახსოვთ, ერთი თუ ორი კვირის წინ ვაზისუბანში ტრაგედია დატრიალდა - გაფუჭებულმა ლიფტმა თუ წინდაუხედავმა მოქმედებამ ცოლ-ქმარი იმსხვერპლა. საშინელება მოხდა, ღმერთმა ყველას აშოროს, მაგრამ... ტელევიზორში რა მოვისმინეთ? რა და... ე.წ. კორესპონდენტები ჭუტლექსვიზიიდან“, კეზერვიზიიდან” და გიულვიზიიდანთავიდანვე შეეცადნენ, ეს ტრაგედიაც თბილისის მერისთვის წამოეკიდებინათ“, - ამის შესახებ ჟურნალისტი  გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

ჩვენ ასეთი ცნობიერებით შორს ვერ გავფრინდებით! სადღაც ავტობუსმა დააგვიანა... ვისი ბრალია? რა თქმა უნდა, კალაძის! რომელიღაც მარშრუტკაშირამდენიმე მგზავრი ფეხზე იდგა... ვისი ბრალია? რა თქმა უნდა, კალაძის! რომელიღაც კორპუსში ლიფტი გაიჭედა... ვისი ბრალია? რა თქმა უნდა, კალაძის! დილით რომ გამოხვალ და ლიფტის კარზე მიფურთხებული დაგხვდება... ვისი ბრალია? რა თქმა უნდა, კალაძის! მანქანების კაპოტებირომ ბიჩოკებითდა საახალწლო ძვლებით არის სავსე... ვისი ბრალია? რა თქმა უნდა, კალაძის! ძვირადღირებული მანქანიდან ბრიყვი ჯეელი მამალ ბიჩოკსრომ ისვრის... ვის ბრალია? რა თქმა უნდა, კალაძის! რომელი ერთი ჩამოვთვალო? თუ რამე ცუდი ხდება, ყველაფერი კალაძის ბრალია, აბა, ჩვენ ხომ არ დავიბრალებთ? ჩვენ ციდან ჩამოფრენილი ანგელოზები ვართ!

 

ალბათ, გახსოვთ, ერთი თუ ორი კვირის წინ ვაზისუბანში ტრაგედია დატრიალდა - გაფუჭებულმა ლიფტმა თუ წინდაუხედავმა მოქმედებამ ცოლ-ქმარი იმსხვერპლა. საშინელება მოხდა, ღმერთმა ყველას აშოროს, მაგრამ... ტელევიზორში რა მოვისმინეთ? რა და... ე.წ. კორესპონდენტები ჭუტლექსვიზიიდან“, კეზერვიზიიდან” და გიულვიზიიდანთავიდანვე შეეცადნენ, ეს ტრაგედიაც თბილისის მერისთვის წამოეკიდებინათ... ჯერ თვითონ ყვებოდნენ, რაც მოხდა, შემდეგ კი მეზობლებსა და შემთხვევით გამვლელ-გამომვლელებს ეკითხებოდნენ, როგორ ფიქრობთ, რა მოხდაო? როგორ ფიქრობთ, ლიფტზე მეთვალყურეობა ვის ევალებოდაო? მეზობლებიც და გამვლელ-გამომვლელებიც ერთნაირად პასუხობდნენ: არ ვიცით, არ ვიციიიით, არა, არა, ჩვენ არაფერი გვინახავს! ა, ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ ტრაგედია მერიის გულგრილობის გამო დატრიალდა?გამოდის, ლიფტი მოძველებული იყო, ხომ? კალაძეს უნდა გაერემონტებინა, ხომ? აი, მეგობრებო, სადამდე მივყავართ ტენდერების არასწორ პოლიტიკას, სადაც ძალიან დიდი ფული კეთდება! აი, არასწორად ჩატარებულმა ტენდერებმა გამოიწვია ის, რომ ამ დილას მწყობრიდან გამოსულმა ლიფტმა ცოლ-ქმარი იმსხვერპლა! მიუხედავად იმისა, რომ მეზობლებმა და გამვლელ-გამომვლელებმა (როგორც ყოველთვის) არაფერი იციან, ესენი დასკვნებს მაინც თავიანთებურად აკეთებენ. რასაკვირველია, ჩვეულებრივი მაყურებელი კი ხვდება, რომ ამ შემთხვევაში ტრაფარეტულ დებილიზმთან აქვს საქმე, მაგრამ ხომ არიან ისეთი მაყურებლები, რომლებიც თავებს არ იწუხებენ და ყველაფერს ეგრევე კენკავენ? დიახ, არიან და სწორედ ასეთებისთვის მზადდება მდარე ხარისხის ინფორმაცია, სიცრუე და ცილისწამება!

 

ახლა კი ცნობა უვიცთათვის და პროვოკატორთათვის:

 

კახა კალაძე: ,,ლიფტის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელია მისი მესაკუთრე -  ამხანაგობა, მუნიციპალიტეტის როლი კი გამოიხატება იმ ფინანსურ დახმარებაში, რომელიც ჩვენივე პროგრამითაა დადგენილი''.

 

გაიგონეთ?! ლიფტის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელია მისი მესაკუთრე - ამხანაგობა, ანუ ჩვენ! მუნიციპალიტეტი კი გვეხმარება ფინანსურად. მიხვალ მერიაში, დაწერ განცხადებას, ცოტას შენ გადაიხდი, ბევრს სახელმწიფო გადაგიხდის და შენივე კონტროლის ქვეშ ჩაგაბარებენ ახალ ლიფტს. ეს ხდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის მიხედვით. როგორც კახა კალაძე ამბობს, ამ ტრაგედიაში ზოგიერთი მერიის დადანაშაულებას მიზანმიმართულად შეეცადა:

 

მსგავსი ტრაგედიის დროს ხშირია სპეკულაციები. ამიტომ, განვმარტავ: ამხანაგობა ვალდებულია, ლიფტის უსაფრთხოების მიზნით, განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და რეგისტრაცია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ობიექტების რეესტრში და თუ ექსპერტიზა გამოავლენს ხარვეზებს, მისი აღმოფხრა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს. სადარბაზოები და ლიფტები თქვენი საკუთრებაა. თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია, თუმცა, გვესმის არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში. ამიტომ, გვაქვს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამა“ და თანადაფინანსებით ხორციელდება სხვადასხვა პროექტი''.

 

თბილისის მერია ყოველწლიურად,  40 მილიონამდე ლარს ხარჯავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამაზე! გასაგებია?! 40 მილიონი იხარჯება იმაში, რომ ჩვენი უსაფრთხოება ლიფტებში იყოს დაცული. თუმცა რეალობა ხშირად სხვანაირია... ხდება ტრაგედიები, უსიამოვნო ამბები, მაგრამ იქნებ ის მაინც ვისწავლოთ, რომ ყველაფერი ერთ ან რამდენიმე ადამიანს არ გადავაბრალოთ? იქნებ ხანდახან საკუთარ თავზეც ავიღოთ რამე პრობლემა, თუნდაც ყველაზე მსუბუქი? ნუ იგინები, შე კაცო, თუკი ავტობუსმა 5 წუთით დააგვიანა... ნუ მიაფურთხებ ლიფტის კარს ან სარკეს, თუკი სახლში ცოლმა დაგიყვირა და ზურგში ცოცხი მოგაყოლა... მით უფრო, ნუ დააბრალებ ამას კახა კალაძეს!

 

არა, მაინც გასაკვირია, ადამიანმა ფეხები ლიფტის კარზე რატომ უნდა გაიწმინდოს და ამავე ლიფტის ღილაკები რატომ უნდა გამოღრღნას? არ ვიცი, ღმერთმანი, არ ვიცი!

 

წარმატებები კახას და თბილისი მერიას ყველა სასიკეთო საქმეში! - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner