logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ბროვარში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

18 იანვარი. 2023. 16:27

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში, კერძოდ ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 18 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი ემსხვერპლა, მწუხარებას გამოთქვამს.

 

„ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სულისშემძვრელი ტრაგედია უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისთვის და ყველა დაშავებულისთვის. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს პაპუაშვილი „ტვიტერზე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner