პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში, კერძოდ ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 18 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი ემსხვერპლა, მწუხარებას გამოთქვამს.
„ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სულისშემძვრელი ტრაგედია უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისთვის და ყველა დაშავებულისთვის. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს პაპუაშვილი „ტვიტერზე“.