logo_geo
eng_logo
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ყველა ბრალდებული პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა
- +

18 იანვარი. 2023. 17:52

 

 

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ცხრავე დაკავებული პატიმრობაში დატოვა.

 

პროკურატურა წინა სასამართლო სხდომამდე ვადის გახანგრძლივებას ითხოვდა, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა.

 

დაკავებულების უფლებადამცველები მოსამართლის გადაწყვეტილებას არ იზიარებენ. ისინი გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვდნენ.

 

13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმადაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, 18 ოქტომბერს კი 9 პირი დააკავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner