logo_geo
eng_logo
ზელენსკიმ დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა, სწრაფად იმოქმედონ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ
- +

18 იანვარი. 2023. 23:04

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა, სწრაფად იმოქმედონ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

ტირანია უსწრებს დემოკრატიას. რუსეთს ომის დასაწყებად ერთ წამზე ნაკლები დასჭირდა. დრო, რომელსაც თავისუფალი სამყარო იყენებს ფიქრისთვის, ტერორისტული სახელმწიფო მკვლელობისთვის იყენებს. უკრაინა და მისი მოკავშირეები მას თითქმის ერთი წელია წინააღმდეგობას უწევენ. ამ პერიოდში დადასტურდა, რომ ჩვენმა ყველა სწრაფმა ქმედებამ დადებითი შედეგი მოიტანა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო ყოყმანობდა, როდესაც რუსეთმა ყირიმი აიღო 2014 წელს და შემდეგ, როდესაც 2022 წლის თებერვალში მთელ ქვეყანაში შეჭრა სცადა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner