logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველო ჩართოს უკრაინაში მიმდინარე ომში და ამას ისინი სხვადასხვა ფორმითა და მეთოდით ცდილობენ
- +

18 იანვარი. 2023. 23:27

 

"არიან ადამიანები, არა ადამიანები, არამედ სერიოზული ძალები, რასაც ჩვენ გლობალურ ომის პარტიას ვუწოდებთ. არ ვხსნით კარტებს ბოლომდე. ვიცით ზუსტად რა იგულისხმება ამის უკან, მაგრამ ამას არ ვამბობთ. არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველო ჩართოს უკრაინაში მიმდინარე ომში და ამას ისინი სხვადასხვა ფორმითა და მეთოდით ცდილობენ, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ამის ერთ-ერთი მაგალითი CNN-ის ეთერში ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის დასმული კითხვაა, რომელიც The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეყრდნობოდა.

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო გუშინ. CNN-ზე ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩართვა იყო, სადაც CNN-ის ჟურნალისტი The New York Times-ში გამოქვეყნებულ ფეიკ-სტატიაზე დაყრდნობით უსვამს კითხვას ურსულა ფონ დერ ლაიენს, რასაც საფუძვლად უდევს თითქოს ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ხელშემწყობი იმისა, რომ რუსეთში შეედინება სანქცირებული პროდუქტები.

ეს ხომ CNN-ია და არა „ტვ პირველი“ ან „მთავარი არხი“ - „ნაცმოძრაობის“ ჯიბის ტელევიზიები. როდესაც CNN-ზე ასეთი მასშტაბის ტყუილი ჟღერდება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არის რაღაც სერიოზული ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, საქართველოს ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები. მიზანი შეიძლება იყოს ერთადერთი - ესკალაცია და საბოლოო ჯამში ამ ესკალაციის მიზანი უნდა იყოს მეორე ფრონტი“, - განაცხადა კობახიძემ.

მან სტატისტიკური მონაცემები გააჟღერა და აღნიშნა, რომ ციფრები ადასტურებს იმას, რომ CNN-ის ეთერში გაჟღერდა ტყუილი.

New York Times-ში რუსი ჟურნალისტის, ივან ნეჩეპურენკოს ავტორობით გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, თითქოს საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საქართველოს შესახებ New York Times-ში გამოქვეყნებული სტატიის მიზანი ქვეყანაში არეულობის შექმნაა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner