logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საქართველოს მიმართ არსებობს განსაკუთრებული ინტერესი და ეს ინტერესი სწორედ მეორე ფრონტია
- +

18 იანვარი. 2023. 23:43

 

"საქართველოს მიმართ არსებობს განსაკუთრებული ინტერესი, რაც არ არსებობს მოლდოვისა და ბელარუსის მიმართ. ეს ერთადერთი ინტერესი არის სწორედ მეორე ფრონტია," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მოლდოვას მისცეს კანდიდატის სტატუსი და არსად მიდის საუბარი იმაზე, რომ მოლდოვამ უკრაინისთვის მეტი უნდა გააკეთოს. იყო ასეთი მესიჯი, რომ საკმარისს არ ვაკეთებთ უკრაინისთვის და ამ დროს მოლდოვა არც სანქციებს უერთდება, დსთ-ს წევრად რჩება, არავის უთქვამს, რომ ამის გამო მოლდოვის ხელისუფლება არის პრორუსული და ა.შ. ანუ, ლოგიკური დასკვნა რა არის - საქართველოს მიმართ არსებობს განსაკუთრებული ინტერესი, რაც არ არსებობს მოლდოვის მიმართ, არ არსებობს ბელარუსის მიმართ. ეს ერთადერთი ინტერესი არის სწორედ მეორე ფრონტი. ამას ჩვენ ზოგადი ლოგიკის საფუძველზე არ ვამბობთ. ეს არის ის, რასაც ჩვენ ინფორმაციის საფუძველზე ვამბობთ, უბრალოდ ბოლომდე კარტების გახსნა გვიჭირს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner