„თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან მექვაბიშვილის ადვოკატი მარინა ფილაური აცხადებს, რომ მექვაბიშვილსა და პეტრიაშვილს წარსულში ერთმანეთთან გარკვეული შეხება ჰქონდათ.
განცხადება ადვოკატმა მექვაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
ფილაური ამბობს, რომ შესაძლებელია პეტრიაშვილს ამ ურთიერთობის შესახებ დღესდღეობით არ ახსოვდეს:
„ლევან მექვაბიშვილი სიმართლეს აცხადებს", - ამბობს ადვოკატი.
ადვოკატი მექვაბიშვილისა და პეტრიაშვილის ურთიერთობის სხვა დეტალებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ დამატებით ინფორმაციას საზოგადოება მალე შეიტყობს.