ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტიოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი, დაშავდა. დაშავებულები ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.