logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი: თითოეულმა ქვეყანამ უნდა მიიღოს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილება, რა სახის აღჭურვილობის მიწოდება შეუძლიათ უკრაინისთვის
- +

19 იანვარი. 2023. 13:14

 

 

თითოეულმა ქვეყანამ უნდა მიიღოს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილება, რა სახის აღჭურვილობის მიწოდება შეუძლიათ უკრაინისთვის, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ-ჟან პიერმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

ჟურნალისტმა თეთრი სახლის წარმომადგენელს საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, რომლის მიხედვითაც, გერმანია არ გადასცემს უკრაინას ტანკებს, ვიდრე აშშ ქვეყანას არ მიაწვდის Abrams-ის ტანკებს.

 

„როდესაც საქმე ეხება სხვა ქვეყნებს, პრეზიდენტს სჯერა, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა მიიღოს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილება, უსაფრთხოების სფეროში დახმარების რა ნაბიჯებს გადადგამენ და რა სახის აღჭურვილობის მიწოდება შეუძლიათ უკრაინისთვის მაშინ, როდესაც უკრაინა საკუთარ თავს იცავს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. მაგალითად, ჩვენ მივესალმებით გერმანიის ბოლო განცხადებას, რომ ისინი გაუგზავნიან უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და „პეტრიოტის“ სარაკეტო სისტემის ბატარეას. ასევე, მხარს ვუჭერთ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, გადასცეს უკრაინას Challenger-ის ტანკები. ჩვენ ვიხილეთ მსოფლიოს ქვეყნების წარმოუდგენელი სოლიდარობა უკრაინის მხარდასაჭერად. თუმცა, ეს ჩვენი სასაუბრო არ არის. ეს არის მათი, თითოეული ქვეყნის მისაღები სუვერენული გადაწყვეტილება ამ საკითხზე. რაც შეეხება აშშ-ის, როგორც იცით, ჩვენ ვართ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ სფეროებში დახმარების უმსხვილესი მიმწოდებლები“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner