logo_geo
eng_logo
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო: არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისროს
- +

19 იანვარი. 2023. 14:55

 

 

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

 

როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, თემირლან მაჩალიკაშვილისთვის სიცოცხლის უფლების დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან არ დადგინდა.

 

„თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა სპეცოპერაციის დროს, როდესაც სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის წევრები ცდილობდნენ, ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი დამაჯერებელი ვერსიის შესაბამისად, განეიარაღებინათ და დაეკავებინათ ის. გონივრული ეჭვის მიღმა, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისროს. აღნიშნული საქმის კონკრეტულ გარემოებებში, სასამართლომ, შესაბამისად, ვერ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა“, - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

 

https://imedinews.ge/ge/samartali/277458/strasburgis-adamianis-uplebata-sasamartlo-ar-arsebobs-sakmarisi-mtkitsebuleba-imisa-rom-temirlan-machalikashvilis-sikvdilze-pasukhismgebloba-sakhelmtsipos-daekisros?fbclid=IwAR2ipPYy-chqxFcgFGuhpf7hdbZGlKeTc2B36jUlTtd8DLcOuHOlrUm3eIU 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner