logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: სიმართლე საერთაშორისო სასამართლოს მიერ დადასტურდა, ამის შემდეგ, იმედია, მაინც დასრულდება ამ ტრაგედიით მანიპულირება
- +

19 იანვარი. 2023. 18:03

 

 

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი განზრახ მოეკლა ვინმეს.

 

როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ამ წლების განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია, მისი მართვადი სამოქალაქო სექტორი და მედია მუდმივად ცდილობდნენ ამ ტრაგედიით მანიპულირებას, შვილმკვდარი მამის მათი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას.

 

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის არის, რადგან დადგინდა, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა რომ თემირლან მაჩალიკაშვილი განზრახ მოეკლა ვინმეს, შესაბამისად, არ არსებობს მტკიცებულება მის სიკვდილზე სახელმწიფოს დაეკისროს პასუხისმგებლობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ წლების განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია, მისი მართვადი სამოქალაქო სექტორი და მედია მუდმივად ცდილობდნენ ამ ტრაგედიით მანიპულირებას, პოლიტიკური ქულების დაწერას, შვილმკვდარი მამის მათი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას. ახლა სიმართლე საერთაშორისო სასამართლოს მიერ დადასტურდა. ამის შემდეგ, იმედია, მაინც დასრულდება ამ ტრაგედიით მანიპულირება, კიდევ ერთხელ ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას და გაძლებას ვუსურვებ“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner