logo_geo
eng_logo
ზურაბ პოლოლიკაშვილი: გასტრონომიული, ინოვაციური და საიმიჯო სტრატეგიები საქართველოს ბრწყინვალედ წარმოაჩენს მთელ მსოფლიოში
- +

19 იანვარი. 2023. 18:31

 

 

„ყოველთვის სიამაყით ვსტუმრობ ჩემი მშობლიური ქვეყნის, საქართველოს პავილიონს. გასტრონომიული, ინოვაციური და საიმიჯო სტრატეგიები საქართველოს ბრწყინვალედ წარმოაჩენს მთელ მსოფლიოში, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, მარიამ ქვრივიშვილს“, - დატვიტა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR 2023-ზე საქართველოს პავილიონის დათვალიერების შემდეგ. ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს მაია ომიაძეს შეხვდა, რომლებმაც მას საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნეს.

 

მადრიდის გამოფენაზე, საქართველოს ასევე წარმოადგენენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 8 ტურისტული კომპანია.

 

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე 130-ზე მეტი სახელმწიფოდან 8 ათასზე მეტი კომპანიაა წარდგენილი.  FITUR 2023-ს 100 ათასზე მეტი დამთვალიერებელი და ბიზნესის წარმომადგენელი ესწრება. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner