logo_geo
eng_logo
ელმარ მამედიაროვი: აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული
- +

29 აგვისტო. 2016. 14:21



საქართველოში ვიზიტად მყოფმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეთანხმება ქართველ კოლეგას, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული.



მე გეთანხმებით, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მეგობრობის, ურთიერთპატივისცემის, კარგი სამეზობლო ურთიერთობების საფუძველზე არის დაფუძნებული", - განაცხადა მამედიაროვმა.



მისივე თქმით, ორივე ქვეყანა ერთმანეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ წლების განმავლობაში აფიქსირებს სრულ პატივისცემას.



ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვრჩებით ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიან ქვეყნებად. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი იყო ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი, რომლითაც დაიწყო როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერება", - განაცხადა ელმარ მამედიაროვმა.



მანვე ისაუბრა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე. მისი ინფორმაციით, წელს თურქეთის ტერიტორიაზე აშენდება ბოლო ნაწილი და შემდეგ უკვე ამოქმედდება ეს სარკინიგზო კავშირი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner