სავალუტო ფონდის პროგნოზზე დაყრდნობით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ ეკონომიკის ზრდის ასეთი ტემპი თუ შენარჩუნდა, საქართველო მალე გადავა მაღალ შემოსავლიან ქვეყნების სიაში.
„პროგნოზი, რომელიც სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა, მიანიშნებს მნიშვნელოვან პერსპექტივაზე - თუკი ზრდის ეს ტემპი მომდევნო წლებშიც გაგრძელდა, საქართველო ძალიან მალე მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება. მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსი ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას არ აქვს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.