2022 წელსაც საქართველოში, ისევე როგორც წინა წელს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება და ის 10 %-ს შეადგენს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძე განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში პოზიტიური წვლილი შეიტანა თითქმის ყველა სექტორმა.
„გამოვყოფდი ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორს, რომლის მნიშვნელოვანი ზრდაც მათ შორის დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან და იმ სატრანზიტო ფუნქციის ეფექტიანად გამოყენებასთან, რომელიც საქართველოს გააჩნია. რეკორდულ ნიშნულზეა როგორც ექსპორტი, ასევე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ინვესტიციების მაჩვენებელი,“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.