logo_geo
eng_logo
ბაკურ სვანიძე : ხვალ მართლა რომ მოხდეს სასწაული და რუსეთმა ქმედითი ნაბიჯი გადადგას სოხუმ-ცხინვალის დასაბრუნებლად, ამათ მიოკარდიუმის ინფარქტი და იშემიური ინსულტი ზედ აქვთ!
- +

20 იანვარი. 2023. 00:13

 

 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„რამდენიმე არხზე მოვკარი თვალი გიგა ბოკერიას და მასთან გათანაბრებულ პირებს... დანა პირს არ უხსნით, როცა ლავროვის ფრაზაზე ლაპარაკობენ - „თუკი საქართველოს აფხაზებთან და ოსებთან დაიწყებს პირდაპირ ლაპარაკს, ჩვენ ხელს არ შევუშლითო..." ეს დიპლომატიაში რასაც ნიშნავს, ოდნავ ვინც აზროვნებს ყველა ხვდება. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვერ გეტყვის - აჰა, ბიჯო, შენ სოხუმიო! საბოლოოდ საით წავა ეს პროცესი არ ვიცი, მაგრამ  ფაქტია, რომ ამათ გულ იუსკდებათ, ემანდ მართლა არ გადაწყვიტოს რუსეთმა რომ სოხუმ-ცხინვალი დაგვიბრუნოს... ეს ხომ ბიძინას ხელისუფლებაში უკუნითი უკუნისამდე დარჩენას ნიშნავს! მახსენდება, 2002 წელს იყო თუ არ ვცდები, პატარკაციშვილის ინიციატივით, სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყო სოხუმის თემაზე და გარკვეული შედეგიც იყო უკვე! შევარდნაძე ფაქტობრივად აღიარებდა, რომ უკვე „ნაყიდია" სოხუმი და აფხაზეთში დევნილები მალე დაიწყებენ დაბრუნებას... ეს ასე მოხდებოდა თუ არა,  არავინ იცის... მაგრამ ფაქტია, სააკაშვილ - ჟვანიას გუნდს, ბოკერიას თამადობით, მაშინაც გული გაუსკდა და ყველაფერი გააკეთა რომ ხელი შეეშალა ამისთვის! ხოლო გიორგი ბარამიძეს ხმამაღლა წამოსცდა - "შევარდნაძის დაბრუნებული აფხაზეთი არ გვჭირდება ჩვენო!" - აი, ესაა ამათი ნამდვილი სახე და ხვალ მართლა რომ მოხდეს სასწაული და რუსეთმა ქმედითი ნაბიჯი გადადგას სოხუმ-ცხინვალის დასაბრუნებლად, ამათ მიოკარდიუმის ინფარქტი და იშემიური ინსულტი ზედ აქვთ! დამპალი ვირიშვილები ესენი... მიყვარხართ... მშვიდობის ღამე“, - წერს ბაკურ სვანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner