საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი და ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოცილურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ისე, მაგრად გაუმართლა ვაშაძეებს, - ხომ შეიძლებოდა როსტოვში დაბადებულ რუსეთის მოქალაქეს ეთხოვა თავშესაფარი?!
ხარკოვში დაბადებულმა რუსმა უკრაინული ჰაერი ჩაისუნთქა დაბადებისთანავე და მერე რა, რომ ახლა რუსეთის მოქალაქეა?!
სამაგიეროდ, კარგად იხდის!
განა, როსტოვში დაბადებულ რუსს არ შეიფარებდნენ?! შეიფარებდნენ, ოღონდ უფრო ძვირად!
ვაშაძემ, ალბათ, არ იცის და ახლა გაიგებს, რომ საქართველოში რუსეთიდან ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების 70-80% საქართველოშია დაბადებული ან მათ მამა-პაპას აქვს ქართული დაბადების მოწმობა და გვარიც!
ხარკოვში დაბადებული პოპოვი კი რუსია ისევე, როგორც ბაღდათში დაბადებული მაიაკოვსკი, რომელიც ყოველთვის მზად იყო ფართო შარვლიდან ამოეღო და ყველასთვის ამაყად ეჩვენებინა პასპორტი!
ვაშაძესაც აჩვენებდა, რომ რამე!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.