ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
საკვირველია, როცა მაჩალიკაშვილის საქმეზე ახსნა სჭურდება მათ, ვინც ზეიმობს თითქოს სახელმწიფომ ეს საქმე წააგო.
თავს იტყუებენ, სხვას ატყუებენ, თუ ესეც ჩვეული უტიფრობაა?
ერთი დაზუსტება: როგორც თავის დროზე, ანტი-ტერორისტული იპერაციის კომენტირებისას, არ ვეხები ოჯახს და მის ინტერესებს. ვაფასებ მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტების და არასამთავრობო სექტორის პოზიციებს ამ თემასთან დაკავშირებით.
ჯერ სტრასბურგის გადაწყვეტილება ავხსნათ მარტივად.
რას ითხოვდა მომჩივანი მხარე, ფულად კომპენსაციას, ანუ 10+15 ათას ევროს, თუ მაჩალიკაშვილის სიკვდილის დადგომაში სახელმწიფოს ბრალეულობის დადგენას?
მეორეს, ხომ?
დადგინდა სახელმწიფოს მხრიდან სიცოცხლის უფლება, ან წამება და არაადამიანური მოპყრობა, ან ღირსების შელახვა? არა?
დადგინდა მხოლოდ გამოძიების პროცედურული ხარვეზები.
მაშინაც ვამბობდი და ვიმეორებ, როცა ანტი-ტერორისტული ოპერაციისას 5 ეჭვმიტანილის დაკავება იყო დაგეგმილი, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ვინმეს, ხუთიდან ერთის განზრახ განადგურება, თუ დანარჩენი ოთხი გასროლის გარეშე აიყვანეს? არანაირი.
სავალალო ისაა, რომ ანტი-ტერორისტული ოპერაცია ე.წ. ოპოზიციამ ვიწროპოლიტიკური ინტერესებისათვის, სხვა სიტყვებით, პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოიყენა. თუმცა, ჩემი შეფასებით, მათი ქმედებები ამ საკითხის ირგვლივ, სცდება პოლიტიკური ბრძოლის საზღვრებს.
თანაც რომელი პოლიტიკური სუბიექტი აპროტესტებდა, ვისაც ციხეში ბუნტის ჩახშობის ან ქუჩაში კრიმინალთან ბრძოლის მეთოდად ოფიციალურად, საჯაროდ ჰქონდა ბრძანება გაცემული საბრძოლო ტყვიებით ცეცხლის გახსნის შესახებ: "ჩვენ მათთვის ტყვიები არ გვენანებაო".
როცა ოპერაცია ტერორიზმთან ბრძოლას ეხება, ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ჩაერთო სამართლებრივი საკითხების შესწავლაში, უნდა ყოფილიყო არა მხარე, არამედ ობიექტური ექსპერტი.
თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია EMC არ ენდობა სტრასბურგის სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და აპროტესტებს ზედა პალატაში. ეჭვი მაქვს, ზედა პალატა საერთოდ არც განიხილავს და უცვლელად დატოვებს.
ჰო, როგორც ვხვდები მაჩალიკაშვილის და სხვა პირების ბრალეულობა არ გაუსაჩივრებიათ.
რაც შეეხება გამოძიების რაღაც პროცედურულ დარღვევებს, სტრასბურგს არ მიმართავენ ხოლმე საფრანგეთში ან აშშ-ში როცა ანტი-ტერორისტული ოპერაციები ტარდება, თორემ იქ ნახეთ...
მოკლედ, რომც წაეგო სახელმწიფოს, რატომ უნდა ეზეიმა ოპოზიციურად განწყობილ სუბიექტებს, გაუგებარია. როცა სახელმწიფოს წინააღმდეგ წაყენებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რას და რატომ ზეიმობენ ზოგიერთები, ასევე გაუგებარია, მით უმეტეს, როცა საქმეში მომჩივანის მხარეს ჩართული "ენჯეო" EMC წაგების ფაქტს აღიარებს?!" - წერს ამირან სალუქვაძე.