logo_geo
eng_logo
„ვერსია“: ლაგაზიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოკავშირე ექსპერტი
- +

29 აგვისტო. 2016. 14:29



„ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მოკავშირე ექსპერტი", - ასეთი სათაურით სტატიას გაზეთი „ვერსია" აქვეყნებს.


„ვერსია" ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკურ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეზე. სტატიის დასაწყისში განხილულია, თუ როგორ იქმნებოდა „ნაციონალური მოძრაობის" „სატელიტი" ექსპერტის სახე.


სტატიის ავტორი ეჭვქვეშ აყენებს ლაგაზიძის, როგორც პოლიტიკური ექსპერტის კომპეტენციას და მის აქტიურ გამოჩენას და ჩართვას ქართულ პოლიტიკაში ქრონოლოგიურად მიჰყვება.


სტატიაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების" არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ლაგაზიძე მმართველ გუნდთან დაახლოებას ცდილობდა, ამის დაკვეთა მან, „ვერსიის" ინფორმაციით, პირდაპირ მიიღო „ნაციონალური მოძრაობისგან".


სცენარის მიხედვით, ეფექტური იქნებოდა, თუ „ქართული ოცნების" ლანძღვას ვინმე შიგნიდანვე დაიწყებდა და დემონსტაციულად დატოვებდა კოალიციას. მაგრამ ლაგაზიძემ შორსმიმავალი გეგმა იმის გამო ვერ განახორციელა, რომ ის ვერ იქცა „ქართული ოცნების" სახედ.


„მისთვის დღევანდელი ხელისუფლება ბეცი მას შემდეგ გახდა, რაც გუნდის რიგებში მისი ადგილი არ მოიძებნა",  - წერს სტატიის ავტორი.


„მოგვიანევით კი ვაშაძესთან, ჯაფარიძესა და კუბლაშვილთან კავშირით საკუთარი გეგმა თვითონვე გამოააშკარავა. ბურჭულაძის გაერთიანება ლაგაზიძის გამო ბევრმა ადამიანმა დატოვა", - წერს „ვერსია" და აღნიშნას, რომ ბურჭულაძე სააკაშვილის მორიგი მაკეტი იყო.


სტატიაში „IFM"-ის კვლვაზე ავტორი ვრცლად საუბრობს, როგორც გაჟღერდა, კვლევა ბურჭულაძის პოლიტიკურმა მოძრაობამ დაუკვეთა, თუმცა ლაგაზიძემ კვლევის დაკვეთა უარყო.


„აი-ფი-ემის" კვლევის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობა 19%-ით ლიდერობდა, მას მოჰყვებოდა 18 %-ით „ქართული ოცნება" და შემდეგ 12%-ით - „სახელმწიფო ხალხისთვის". შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ლაგაზიძემ დაკვეთის მიცემა ბურჭულაძის პარტიის მხრიდან უარყო, თუმცა შედეგები არ გაუპროტესტებია, რადგან, როგორც ვერსია ამბობს, ლაგაზიძისთვის მისაღები უნდა იყოს, თუ „მისი" „ნაციონალური მოძრაობა" სახელისუფლებო გუნდის შემდეგ მეორე ადგილზე იქნება პარლამენტში.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner