logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია "ACWA Power"-ის პრეზიდენტსა და გენერალურ დირექტორს შეხვდა
- +

20 იანვარი. 2023. 10:31

 

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია "ACWA Power"-ის პრეზიდენტსა და გენერალურ დირექტორს პედი პადმანათანს შეხვდა. დავოსში გამართულ შეხვედრაზე საინვესტიციო შესაძლებლობები და ენერგეტიკის სექტორში პოტენციური პარტნიორული პროექტები განიხილეს.

 

პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოსა და რესურსების უკეთ გასაცნობად კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია.

 

"ACWA Power" ელექტროენერგიის გამომუშავების წამყვანი კერძო დეველოპერია, რომელიც ასევე ავითარებს მსოფლიოში პირველ მასშტაბურ მწვანე წყალბადის პროექტს. კომპანიის სათავო ოფისი საუდის არაბეთში მდებარეობს. კომპანიაში 3500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და 75 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი საინვესტიციო ღირებულების აქტივების პორტფელი აქვს ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 13 ქვეყანაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner