ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში საგარეჯოში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთ ტრაგედიებზე სამარცხვინო პოლიტიკური სპეკულაციების აგორების მცდელობა მეტყველებს ავტორთა უკიდურეს ზნედაცემულობაზე.
ანალიტიკოსი უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„საგარეჯოში მომხდარი გაუგონარი ტრაგედიის გამო ვუსამძიმრებ დაღუპულთა, თავდადებული პოლიციელის ოჯახებს და ახლობლებს! დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!
ბევრ შეკითხვაზეა პასუხი გასაცემი და გაეცემა კიდეც. როგორც ყოველთვის, ასეთ ტრაგედიებზე სამარცხვინო პოლიტიკური სპეკულაციების აგორების მცდელობა მეტყველებს ავტორთა უკიდურეს ზნედაცემულობაზე.“- წერს აბაშიძე.