„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა, რომ ძალიან მალე სატელევიზიო სივრცეში ბილწსიტყვაობა და სიძულვილის ენა აიკრძალება.
„ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა სამოქალაქო და პოლიტიკური კულტურის განვითარება. დღეს რაც ხდება სატელევიზიო სივრცეში, იგივე ნატა ფერაძისა და ალეკო ელისაშვილის სახით, ერთ-ერთი მკაფიო გამოხატულებაა, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე. ვითარება მალე შეიცვლება და ძალიან მალე აიკრძალება სატელევიზიო სივრცეში ბილწსიტყვაობა და სიძულვილის ენა. აქ საუბარი არ არის კანონმდებლობაზე, საუბარია კულტურის განვითარებაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.