ოზურგეთის მერია აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამას 180 000 ლარით დააფინანსებს - ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს.
„2023 წლის 1 იანვრიდან სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები და ინიციატივები დავიწყეთ.
ოზურგეთის მერია 2023 წელს, აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამას 180 000 ლარით დააფინანსებს.“ - განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.