logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი საგარეჯოში მომხდარ თავდასხმაზე: დიდი ტრაგედიის დროს ისევ გამოჩნდნენ ლეშისმჭამელი გიენები, რომლებიც ვერ ითმენენ და ამ საშინელი უბედურების დროსაც ფიქრობენ მათთვის „სასარგებლო პოლიტიკური ქულების დაწერას“
- +

20 იანვარი. 2023. 12:06

 

 

პირველ რიგში მინდა მიუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, საგარეჯოში მომხდარი უმძიმესი და საშინელი ტრაგედიის გამო. ასეთი უბედურებები სამწუხაროდ ყველგან ხდება მსოფლიოში, განვითარებულ თუ განუვითარებელ სამყაროში. თითქმის დღე არ გავა ვიღაცა არ შევარდეს ამერიკის სკოლაში და უმოწყალოდ არ დახოცოს უცოდველი ბავშვები, ასევე გვახსოვს ნორვეგიაში, სტუდენტურ ბანაკში მოწყობილი სისხლიანი კალო - ვიმეორებ, სამწუხაროდ, ასეთი უბედურებები ხდება, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საგარეჯოში მომხდარ თავდასხმას.

 

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ამ დიდი ტრაგედიის ფონზეც გამოჩნდნენ ლეშისმჭამელი გიენები და ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას.

 

პირველ რიგში მინდა მიუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, საგარეჯოში მომხდარი უმძიმესი და საშინელი ტრაგედიის გამო. ასეთი უბედურებები სამწუხაროდ ყველგან ხდება მსოფლიოში, განვითარებულ თუ განუვითარებელ სამყაროში, თითქმის დღე არ გავა ვიღაცა არ შევარდეს ამერიკის სკოლაში და უმოწყალოდ არ დახოცოს უცოდველი ბავშვები, ასევე გვახსოვს ნორვეგიაში, სტუდენტურ ბანაკში მოწყობილი სისხლიანი კალო- ვიმეორებ, სამწუხაროდ ასეთი უბედურებები ხდება. ორი აზრი არ არსებობს იმაზე, თუ რატომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და რატომ უნდა დავადგინოთ სიმართლე რა მოხდა და რატომ მოხდა! ამ ყველაფრის ფონზე კი, ამ დიდი ტრაგედიის დროს ისევ გამოჩდნენ ლეშისმჭამელი გიენები, რომლებიც ვერ ითმენენ და ამ საშინელი უბედურების დროსაც ფიქრობენ მათთვის „სასარგებლო პოლიტიკური ქულების დაწერას.“ ეს სამარცხვინო და ამორალური კი არა უბინძურესი საზიზღრობაა უკვე..." -წერს ნიკოლეიშვილი Facebook -ზე.

 

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა.

 

19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა. გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი - შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სროლების განხორციელების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც. საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner