logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: დავოსის ფორუმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველოს როლი მნიშვნელოვნად გაზრდილია
- +

20 იანვარი. 2023. 13:08

 

 

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ფორუმი საქართველოსთვის წარმატებული გამოდგა.

 

საქართველოსთვის დავოსის ფორუმი წარმატებული აღმოჩნდა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას გეგმავს, რომელიც არა ლოკალური, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის პროექტია.

 

საუბარი შეეხება ევროპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ორ პროექტს, ე.წ. შუა დერეფანს და წყალქვეშა ელექტრო გადამცემს, რომლებიც საქართველოს აქტიური ჩარევის გარეშე ვერ და არ განხორციელდება.

 

დავოსის ფორუმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველოს როლი მნიშვნელოვნად გაზრდილია, განსაკუთრებით რეგიონულ კონტექსტში. ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს განუზომელი როლი სომხეთ-აზერბაიჯანს ურთიერთობაში.

 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პრაგმატულმა პოლიტიკამ დიდწილად განსაზღვრა საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, რომელმაც საკუთარი პოტენციალის სრულად ათვისება დაიწყო და მსოფლიო მნიშვნელობა შეიძინა“, - აღნიშნავს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner