თბილისის განვითარების ფონდის პროექტის, „ახალი ტფილისის" ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის აუცილებლობა დადგა რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო:
1. მარჯანიშვილის მოედნიდან საარბრუკენის მოედნამდე მონაკვეთში მოძველებული იყო საკანალიზაციო და წყლის მიწოდების სისტემა, რომელიც აღარ აკმაყოფილებდა დღევანდელ მოთხოვნებს;
2. გამზირის ამ ნაწილში საერთოდ არ არსებობდა სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემა, რის გამოც გრუნტის წყლები საფრთხეს უქმნიდა გამზირზე განთავსებული შენობების კონსტრუქციულ მდგრადობას;
3. გამზირის ამ მონაკვეთის კომერციულად გააქტიურების პროგნოზის მიხედვით, როგორც წყლის, ისე ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის არსებული სიმძლავრეები ითხოვდა ზრდას;
4. აუცილებელი იყო გამზირზე საჰაერო წესით განთავსებული სხვადასხვა ტიპის ქსელის მოწესრიგება ისე, რომ შენობების ვიზუალური მხარე არ დამახინჯებულიყო გაყვანილობებით;
5. გამზირის ახალი კონცეფციის მიხედვით აუცილებელი იყო, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების მთელი რიგი კონფიგურაციული ცვლილებები.
ზემოთ აღნიშნული სამუშაოები 2016 წლის აპრილში დაიწყო და მოიცავდა: 1. კანალიზაციის მაგისტრალური ქსელის შეცვლას. 2. სანიაღვრე ქსელის მოწყობას. 3. სადრენაჟე ქსელის მოწყობას. 4. მაგისტრალური წყალსადენი სისტემის შეცვლას. 5. ბუნებრი აირის მილების შეცვლას. 6. გარე განათების სადენების მოწესრიგებას. 7. მაღალი ძაბვის დენის, ელექტრო ენერგიის გადამცემი მაგისტრალური სადენების შეცვლას. 7. ყველა ტიპის სუსტი დენების გაყვანილობის შეცვლას.
პროექტის ფარგლებში, აპრილიდან დღემდე საინჟინრო საკომუნიკაციო სისტემის განახლებასთან და ახლის მოწყობასთან დაკავშირებით, შესრულდა შემდეგი სამუშაოები:
დავით აღმაშენებლის გამზირზე აღნიშნული სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, დარჩენილი სამუშაოები ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოების პარალელურად გაგრძელდება და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.