„ქალბატონო ელჩო, ორ უფასო რჩევას მოგცემთ და აუცილებლად გამოგადგებათ იმ ქვეყანაში, სადაც კარიერას გააგრძელებთ. პირველი - ქართველების სახელით საუბარს რომ შეეშვათ და უბრალოდ თქვენი აზრი დააფიქსიროთ, უფრო უპრიანი იქნებოდა და მეორე - რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს ჩვენი ქვეყნიდან, ეს აუცილებელია, თუმცა ეს არაფერ შუაშია ფრენების აღდგენასთან“ - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ნიკოლეიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ ქართველების უმეტესობას ურჩევნია რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარი აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ხალხის სახელით საუბარს ძალიან დიდი ლეგიტიმაცია სჭირდება ამავე ხალხისგან.
„ქალბატონო ელჩო, ორ უფასო რჩევას მოგცემთ და აუცილებლად გამოგადგებათ იმ ქვეყანაში, სადაც კარიერას გააგრძელებთ. პირველი: ქართველების სახელით საუბარს რომ შეეშვათ და უბრალოდ თქვენი აზრი დააფიქსიროთ, უფრო უპრიანი იქნებოდა. ხალხის სახელით საუბარს ძალიან დიდი ლეგიტიმაცია სჭირდება ამავე ხალხისგან და მემგონი, თქვენ ამ ლეგიტიმაციასთან ძალიან დიდი მანძილი გაშორებთ. მეორე: რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს ჩვენი ქვეყნიდან, ეს აუცილებელია, თუმცა ეს არაფერ შუაშია ფრენების აღდგენასთან. როდესაც ერთი მეორეს არ გამორიცხავს და მეორე პირველს, არა მგონია მსგავსი არჩევნის დაყენება მთლად კეთილსინდისიერი საქციელი“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.