logo_geo
eng_logo
ხვიჩა კვარაცხელია „სალერნიტანას“ წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს
- +

20 იანვარი. 2023. 18:59

 

 

საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ უახლოეს მატჩს „სალერნიტანას“ წინააღმდეგ გამოტოვებს. ამის შესახებ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ თავკაცმა, ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა.

 

იტალიელი სპეციალისტის თქმით, კვარაცხელია გუნდთან ერთად სალერნოში არ გაემგზავრება, ვინაიდან მას კვლავ სიცხე აქვს და ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებით მკურნალობს.

 

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ 18 იანვარს იტალიის თასზე „კრემონეზესთან“ 1/8-ფინალური მატჩიც გამოტოვა, რომელშიც „ნაპოლი“ 11-მეტრიანების სერიაში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner