logo_geo
eng_logo
აშშ-ის თავდაცვის მდივანი: უარს არ ვიტყვით ჩვენს გადაწყვეტილებაზე, დავეხმაროთ უკრაინას რუსეთის იმპერიული აგრესიისგან თავის დაცვაში
- +

20 იანვარი. 2023. 19:39

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება.

ეს გადაი. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის თავდაცვას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“,მწყვეტი მომენტია უკრაინისთვის მსოფლიოსთვის გადამწყვეტი ათწლეულის განმავლობაშ - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

„ახლა ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი აგრესიისა და დაპყრობისკენ არის მიდრეკილი და რუსულმა ძალებმა გააძლიერეს საშინელი თავდასხმები, დახოცეს უამრავი უდანაშაულო უკრაინელი. ჩვენ ვნახეთ რუსეთის ომის სისასტიკე რამდენიმე დღის წინ ქალაქ დნიპროში“, - განაცხადა მან.

ეს გადამწყვეტი მომენტია. რუსეთი გადაჯგუფებას ახორციელებს და ხელახლა აღჭურვას ცდილობს. ეს ახლა შენელების მომენტი არ არის. დროა ჩაღრმავება. უკრაინელი ხალხი გვიყურებს. კრემლი გვიყურებს. ისტორია გვიყურებს. ასე რომ, ჩვენ არ დავნებდებით. ჩვენ უარს არ ვიტყვით ჩვენს გადაწყვეტილებაზე, დავეხმაროთ უკრაინას რუსეთის იმპერიული აგრესიისგან თავის დაცვაში“, - დასძინა ლოიდ ოსტინმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner