logo_geo
eng_logo
ერდოღანმა და ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს
- +

20 იანვარი. 2023. 20:30

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ლიდერებმა განიხილეს თურქეთის მიერ უკრაინის ჰუმანიტარული და ენერგეტიკული დახმარება, ასევე მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირება.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, აიღოს თავის თავზე ფასილიტატორისა და შუამავლის როლი რუსეთსა და უკრაინას შორის გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მუშაობა გრძელდება ტყვეების გაცვლაზე და მზადყოფნა გამოთქვა, შეიტანოს დიპლომატიური წვლილი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მიმდინარე პროცესის დაჩქარებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner