logo_geo
eng_logo
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სომხეთი დიდ ინტერესს ავლენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის სამმხრივი დიალოგის განვითარების მიმართ
- +

20 იანვარი. 2023. 22:26

 

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დიდ ინტერესს ავლენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის სამმხრივი დიალოგის განვითარების მიმართ.

„თბილისის შესაძლო პლატფორმას რეგიონული სამმხრივი დისკუსიების ფარგლებში და არა ორმხრივი სომხურ-აზერბაიჯანული შეხვედრებისთვის განიხილავს“, - აღნიშნა სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ახლა ვრცელდება იდეა სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ. სომხურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა და ახლა მზად არის ასეთი შეხვედრისთვის, მაგრამ ეს არ გამოიყურება განსაკუთრებით ეფექტურად და პერსპექტიულად, როდესაც შეუძლებელია თუნდაც უბრალო ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმება, რომელიც გამოხატავს ვალდებულებას სიძულვილის ენისა და მტრობის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა არარატ მირზოიანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner