საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი და ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოცილურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ეს ნაცსექტანტები (და სხვებიც!) შუაზე რომ იხევიან, 2008 წლის შემდეგ არ იყო პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან?! დაგავიწყდათ, როდის და რა მიზეზით შეწყვიტა რუსეთმა ცალმხრივად?! 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა ფრენები!
პუტინმა 20 ივნისის შემდეგ, 21 ივნისს მოაწერა ხელი განკარგულებას, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელებას უკრძალავდა 8 ივლისიდან! 22 ივნისს კი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთის ტერიტორიაზე ასევე 8 ივლისიდან შეჩერდებოდა. მაშინ მთავარ მიზეზად „საავიაციო უსაფრთხოების“ უზრუნველყოფა დასახელდა!
საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება და არც ახლაა საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტი ავიამიმოსვლის განახლება. ისევე, როგორც რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება! ჩვენთან კი ისედაც უვიზოდ შემოდიან რუსეთის მოქალაქეები! გაგახსენოთ მაშინდელი ხელისუფლების არგუმენტები?! თქვენც არ შეგრჩათ მეხსიერება თუ თქვენი მანიაკი ბელადივით ალაგ-ალაგ გახსოვთ?!
ეს არ იცის საქართველოს პრეზიდენტმა,, რომელიც მაშინაც პრეზიდენტი იყო?! იცის! აბა, რატომ ცდილობს საზოგადოების პროვოცირებას და ანტისახელუსუფლებო ისტერიის გაღვივებას?! თვითონ ამ ხელისუფლების ნაწილი არ არის?! ცოტა მაღლა, მაგრამ მაინც?!
ეს არ იცის ამერიკის ელჩმა, რომელიც სპეკულაციურ განცხადებას აკეთებს?! საერთოდ ვინ ეკითხება მას, რა გზას აირჩევს ქართველი ხალხი?! ჩვენი მათრახიანი ზედამხედველია, რომელსაც ჯიბეში თაფლაკვერის ნაფხვენები უყრია?!
რაში ადანაშაულებთ საქართველოს ხელისუფლებას, - იმაში, რაც არა მხოლოდ არ ჩაუდენია, არამედ, რასაც პრაქტიკულად ვერ ჩაიდენს?! აქშა და აფრინდით, რა! რანაირი იდიოტები ხართ, - ამაში მაინც რატომ არ გვიმართლებს?!