logo_geo
eng_logo
ტიბეტში ზვავის ჩამოწოლას 28 ადამიანი ემსხვერპლა
- +

21 იანვარი. 2023. 10:12

 

 

ტიბეტში ზვავის ჩამოწოლას 28 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

 

ზვავი ქალაქ ლინჩჟიში 17 იანვარს ავტომაგისტრალზე, გვირაბის შესასვლელთან ჩამოწვა, რის გამოც გვირაბში მყოფი ადამიანები და სატრანსპორტო საშუალებები ბლოკირებულები აღმოჩნდნენ.

 

ბოლო დღეების განმავლობაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 1300-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ მეხანძრეები, სამხედროები, ადგილობრივი საჯარო მოსამსახურეები და მოსახლეობა, მობილიზებული იყო 230-ზე მეტი ერთეული ტექნიკა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner