logo_geo
eng_logo
ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შემდეგ კომპანია თანამშრომელთა 80%-მა დატოვა
- +

21 იანვარი. 2023. 10:35

 

 

ბიზნესმენ ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შემდეგ კომპანია თანამშრომელთა 80%-მა დატოვა. ამის შესახებ შიდა დოკუმენტაციაზე დაყრდნობით CNBC იტყობინება.

 

მათი ცნობით, კომპანიაში ილონ მასკის მოსვლამდე Twitter-ში 7,5 ათასი ადამიანი მუშაობდა, ახლა კი პერსონალი დაახლოებით 1,3 ათას ადამიანს შეადგენს.

 

არსებული ინფორმაციით, მასკმა ნებართვა გასცა, Twitter-ის თანამშრომლებს დახმარება გაუწიოს 130-მა სპეციალისტმა მისი სხვა კომპანიებიდან, როგორებიცაა Tesla, SpaceX და The Boring Co.

 

CNBC-ის ინფორმაციით, Twitter-ში 550-ზე ნაკლები ინჟინერი დარჩა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner