logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია თურქეთის თავდაცვის მინისტრს, ჰულუსი აკარს შეხვდა
- +

21 იანვარი. 2023. 11:53

 

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ანკარაში, თურქეთის თავდაცვის მინისტრს, ჰულუსი აკარს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის, აგრეთვე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობაზე.  ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თამჯდომარის, ირკალი ბერაიას განცხადებით, ქართულ დელეგაციასა და თურქეთის თავდაცვის მინისტრს შორის შედგა გულთბილი და საქმიანი შეხვედრა, სადაც მასპინძელმა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა, ასევე საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში თურქეთის და მისი უწყების სრული მხარდაჭერა.

 

„ჩემთვის, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარისთვის, განსაკუთრებით საამაყო იყო თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მხრიდან მჭიდრო პარტნიორობის, მეგობრობის და ნდობის ხაზგასმა მისი ქართველი კოლეგის, მინისტრ ბურჭულაძის მიმართ” - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

ქართულმა დელეგაციამ თურქეთის თავდაცვის მინისტრს, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

შეხვედრას კომიტეტის თამჯდომარის მოადგილეები ალექსანდრე ტაბატაძე და ვლადიმერ ჩაჩიბაია,  კომიტეტის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი და თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა ესწრებოდნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner