logo_geo
eng_logo
ექიმის ინფორმაციით, საგარეჯოში სროლისას დაჭრილი, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა
- +

21 იანვარი. 2023. 11:55

 

 

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკის ექიმის, მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, საგარეჯოში სროლისას დაჭრილი, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა.

 

„3 ავადმყოფი განაგრძობს მკურნალობას, ორი მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კრიტიკულ მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. თუმცა ის რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. აქვს მუცლის ღრუს გამჭოლი ცეცხლსასროლი ჭრილობები აქვს, ბარძაყის, დაზიანებული იყო დიდი კალიბრის სისხლძარღვები, ბარძაყის არტერია, ვენა, მუცლის ღრუში ორგანოების დაზიანება იყო და მრავლობითი სისხლჩაქცევა. ჯერჯერობით სამივე პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა და საჭიროებს კლინიკაში მკურნალობის გაგრძელებას“, - აცხადებს ექიმი“, - აცხადებს მამუკა ოთიაშვილი.

 

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ ხუთი ადამიანი დაშავდა, 6 კი გარდაიცვალა და 5 დაშავდა.

 

19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა. გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი - შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სროლების განხორციელების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც. საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner