logo_geo
eng_logo
ოთარ ანგურიძე: საქართველოს კიდევ აქვს ახალი შესაძლებლობა, გახდეს ჰაბი ენერგეტიკული მიმართულებით, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდი
- +

21 იანვარი. 2023. 12:46

 

 

„დავოსის ეკონომიკური ფორუმზე ძალიან მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას და საქართველოს როლს რეგიონში“, - ამის შესახებ ექსპერტმა, ოთარ ანგურიძემ განაცხადა.

 

მან განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს დავოსის ეკონომიკური ფორუმს საქართველოსთვის.

 

„პრეზიდენტმა ალიევმა გაუსვა ამას ხაზი, რომ საქართველოში ყოველთვის ხდებოდა გარკვეული სახის ურთიერთობის დამყარება და შემდგომ ამ ურთიერთობებზე უკვე სხვა ნაბიჯების გადადგმა. ამდენად, როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც გაესვა ხაზი და ის, რომ საქართველოს კიდევ აქვს ახალი შესაძლებლობა, გახდეს ჰაბი ენერგეტიკული მიმართულებით აზიასა და ევროპას შორის, როგორც მაკავშირებელი ხიდი“, - განაცხადა ანგურიძემ.

 

დავოსის ეკონომიკური ფორუმი 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც 52 სახელმწიფოს ლიდერი და 600-ზე მეტი საერთაშორისო მასშტაბის კომპანიის მმართველები შვეიცარიაში მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაზე მსჯელობდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner