პარლამენტის ყოფილმა წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირობებში ტელეკომპანიის დახურვის ფაქტი გაიხსენა და „იბერიის" წარმომადგენლებს გამოძიების დასრულება მიულოცა.
„ტელეკომპანია "იბერიასა" და "ომეგა" ჯგუფზე შეტევა იყო პირდაპირი სიგნალი იმის, რა გზით სიარულს აპირებდა სააკაშვილის ხელისუფლება. აშკარა იყო რომ ეს იყო პირველი მასირებული შეტევა, რომელიც მათ დამოუკიდებელ ტელევიზიაზე და ბიზნესზე მიიტანეს. ჩანდა, რომ მათი მიზანი იყო ბიზნესის დარეკეტების გზით სიარული, თავისუფალი მასმედიის კონტროლი. პირველი დარტყმა მიიღო „ომეგა" ჯგუფმა.
გამოძიების თვალსაზრისით ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მინდა მივულოცო ტელეკომპანია „იბერიის" კოლექტივს ეს გამარჯვება."- განაცხადა ბათიაშვილმა.
ბათიაშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.