logo_geo
eng_logo
თურქეთი ევროპული ქვეყნების რეაქციით გაწბილებულია
- +

29 აგვისტო. 2016. 14:52



საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, თურქეთი დასავლეთისაგან გაწბილებულია.



გაწბილებულები ვართ ცალკეული ევროპული ქვეყნების რეაქციით თურქეთში გადატრიალების მცდელობაზე. ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისადმი სრული სოლიდარობის ნაცვლად, ვიხილეთ დაგვიანებული ან მოზომილი მხარდაჭერა. ვფიქრობ, ამის გააზრება უკვე ხდება ევროპაში. ამ დღეებში, ლიტვისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ თურქეთში, ველოდებით ამერიკის ვიცე-პრეზიდენტსაც. იმედი მაქვს, ვითარების გააზრება გერმანიაშიც ხდება. გერმანიის ვიცე-პრემიერიც იყო გასულ კვირას თურქეთში, რაც სწორი ნაბიჯი იყო და დიდი იმედი მაქვს, შეცდომებისა და პრობლემების მიუხედავად, ვითარება გამოსწორდება. ბოლოს და ბოლოს, NATO- წევრები ვართ, ერთ ალიანსში ვართ და ეს ვერ შეიცვლება", - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner