logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: გვეყო ამდენი ყალბი გმირი, მოღალატეების პატრიოტებად წარმოჩენა, ისტორიის გაყალბება!
- +

21 იანვარი. 2023. 14:15

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

 „რა მაინტერესებს იცით 2 წლის წინ საქართველოს პირველი ლედობის კანდიდატმა ქალბატონმა ანანიაშვილმა სირცხვილი რომ გვაჭამა და ფულის სანაცვლოდ სადღაც ციმბირში, ნოვოსიბირსკის თეატრში რომ გარბოდა სამუშაოდ, ეს პატრიოტიზმია

 

საინტერესოა, 2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის და ოკუპაციის შემდგომ ზოგიერთმა ქართველმა მოცეკვავემ, მწერალმა, მსახიობმა, მომღერალმა რომ დატოვა რუსეთი პროტესტის ნიშნად, რატომ არიან გმირები?!

 

2008 წელს მოახდინა რუსეთმა აფხაზეთის ოკუპაცია თუ 1993 წელს

 

1993-2008 წლებში საღათას ძილით ეძინათ და 15 წელი ვერ ამჩნევდნენ, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია

 

ქართველების თავებით ფეხბურთი ითამაშეს და 1 წელში კრემლის სცენიდან ახალ წელს ულოცავდნენ მათ, ვინც ეს გააკეთებინა ‼

 

1993 წელს, აფხაზეთის ანექსიის დროს ელცინი იყო პრეზიდენტი თუ პუტინი

 

მაშინ, როდესაც ჩვენი გმირები დახოცეს, გაგრის სტადიონზე ქართველების თავებით ფეხბურთი ითამაშეს, გადაწვეს, გადაბუგეს სოხუმი, დახვრიტეს უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობა - 1993- 2008 წლებში რატომ ცხოვრობდა ეს ხალხი მოსკოვში, რატომ უმღეროდნენ საახალწლო ნაძვის ხეზე ან გალუბოი ოგონიოკში”  რუსეთის გენერალიტეტს და კრემლს?!

 

15 წლის განმავლობაში რატომ გამოდიოდნენ რუსულ სცენაზე, რატომ ასხამდნენ ხოტბას აფხაზეთის ოკუპანტებს - ელცინს, გრაჩოვს, ბერეზოვსკის და მაშინდელ რუს გენერლებს?!

 

გავმეორდები და ვიტყვი - 2008 წლის აგვისტოში გაახსენდათ, რომ რუსეთი ოკუპანტია?!

 

თუ ის გავიხსენოთ, რამდენი ქართველის დამხოცავი რუსი გენერლის თუ დეპუტატის დაბადების დღეზე, ქორწილი არიან დამკვრელებად ნამყოფები?!

 

ანუ რა გამოდის - აფხაზეთის წამრთმევ, ქართველების თავებით ფეხბურთის თამაშის ორგანიზატორი ელცინისა და გრაჩოვისთვის ცეკვა-სიმღერა-ტინგიცი მოსულა და ასეთი ხალხი გმირია?!

 

ახლა მკითხავთ, თუ რატომ წამოვიდნენ უკან საქართველოში 2008 წელს?!

 

პასუხი მარტივია - ყავლი გაუვიდათ, ასაკი მოემატათ და შემოქმედებითი ცხოვრების ენერგია გამოელიათ - თან სააკაშვილმა უფრო დიდი ბიზნესები, ხელფასები შეთავაზა, თეატრების მმართველებად, პარლამენტარებად დანიშნა - უზრუნველი ცხოვრება მოუწყო!

 

სხვათაშორის, ვალერი მელაძეს და კიდევ რამდენიმე სხვას გუშინწინ გაახსენდა, რომ ქართველები არიან!

 

ესაა სიმართლე და აღარაა საჭირო ამ ისედაც გაუბედურებული ხალხის კიდევ გაბრიყვება. აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ მოსკოვში მაცხოვრებელ კრემლის მეხოტბეებს, კარის მომღერლებს და მასხარებს 2008 წელს გაახსენდათ, რომ 15 წლის წინ საქართველოს ძირძველი ტერიტორია რუსეთმა მიითვისა!

 

გვეყო ამდენი ყალბი გმირი, მოღალატეების პატრიოტებად წარმოჩენა, ისტორიის გაყალბება!

 

P.S.  მე თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,

 

ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად “ - დავით გურამიშვილი!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner